22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 17:28:48, 1689 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპონენტები ძალაუფლებისთვის მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს

„ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ საკითხებზე სპეკულაცია და ტყუილებით საუბარი მიუღებელია.

„მეორე მხრივ, ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს. მითუმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი თავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითში. თუნდაც თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატა მხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება ეს არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics