|
2018-11-16 14:27:01, 1766 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე
პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებს ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იმაში არაფერია განსაკუთრებული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერებზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები არიან გამოსახული. "საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ - სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, დანარჩენი გუნდი, მათ უკან ვინც დგას, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად", - განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)