|
2018-11-13 17:14:44, 1903 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის, ისე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც მან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, დაინერგება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გათვლილი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიხედვით. „სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი ფისკალური წესების დოკუმენტი, მიმდინარეობს მუშაობა დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების ავტომატური სისტემის, ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემის დანერგვაზე და სხვა რეფორმებზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)