21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 12:07:30, 1784 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის შემადგენელია და მას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ყველამ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის დაკავებული კონკრეტული საქმეებით, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაზეც საუბრობენ რუსი პიარტექნოლოგები. ეს არის რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ BBC გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, დეზინფორმაციას ავრცელებს.

რუსულმა მედიასაშუალებებმა, რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ცდიან და მათივე თქმით, ამ ცდებმა, მოქალაქეთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო და რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics