09:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:30:54, 1085 ნახვა

რეგიონი
საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთი და ე.წ. მონეტები - ამერიკულმა გამოცემამ რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა

ამერიკულმა გამოცემა "Krause"-მა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები გამოაქვეყნდა, - ამის შესახენ ინფორმაციას Sputnik Abkhazia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფხაზეთის რუკა ამავე გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა და ის საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.

მედიის ცნობით, კოლექციონერებისთვის განკუთვნილ მსოფლიო მონეტების კატალოგში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად არის მოხსენიებული.

აღსანიშნავია, რომ "Krause"-ს არაღიარებული ქვეყნებისთვის ცალკე კატალოგი აქვს განკუთვნილი, თუმცა მონეტების და რუკის ეს ფოტომასალა, 2019 წლის სტანდარტულ კატალოგში მოხვდა.

Sputnik Abkhazia იტყობინება, რომ მას შემდეგ რაც ხსენებული მასალა "Krause"-ს კატალოგში მოხვდა, ე.წ. ეროვნულ ბანკს ერთ-ერთი ცნობილი იტალიური გამოცემაც დაუკავშირდა და საოკუპაციო რეჟიმს მასალის მიწოდება სთხოვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics