|
2018-11-13 11:30:19, 1785 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. „ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა, მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ - ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომლიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. მე ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)