|
2018-11-13 10:37:46, 1709 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61% გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% მეტია (2017 წელი - 99 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 518 მგზავრი). ნოემბრის თვეში, ამბროლაურის მიმართულებით რეისებინატახტარიდანდაპირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებითფრენისღირებულებაზრდასრულებისთვის 50ლარია. 3-დან 12 წლამდეასაკის მოზარდებისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდეჩვილებისთვის მგზავრობაუფასოა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)