|
2018-11-09 14:47:41, 1866 ნახვა
ეკონომიკა
საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს
საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა მოაწერეს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით. AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: • სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა; • ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა; • იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა. AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)