|
2018-11-09 13:54:05, 1949 ნახვა
კომენტარი
ილარიონოვი არჩევნებზე: შეხედეთ რუსულ საინფორმაციოებს და მიხვდებით ვისაც უჭერს მხარს მოსკოვი
ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კრემლის მხრიდან მხარდაჭერილია. როგორც ილარიონოვმა "პირვეი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული ფაქტი რუსული მედიასაშუალებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიდან თვალსაჩინოდ ჩანს. ილარიონოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები აგრესიულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ. მისივე თქმით, პერმანენტულად ვაშაძის წინააღმდეგ "ფეიქნიუსების" გავრცელება მიმდინარეობს, რაც პოლიტოლოგის ვარაუდით, კრემლის სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. „საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება. ან იმ განცხადებებს, რომელსაც გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები. ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან მის გამო რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის , თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს 20% ოკუპირებულია. იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით", - განაცხადა ანდრეი ილარიონოვიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)