21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 13:13:52, 1391 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: მივმართავ „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუნდის ყოფილ მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს პარტიას კიდევ ერთხელ გვერდში დაუდგნენ.

ივანიშვილის თქმით, არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დარჩება.

"ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში:  საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით  ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!", - განაცხადა ივანიშვილი.

სრული ვიდეომიმართვა იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics