|
2018-11-05 11:34:21, 1707 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა მის საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას მოითხოვს
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების საკითხს დააყენებს. საქმე ეხება, 12 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის არსებითი განხილვა 11:00 საათზეა ჩანიშნული. კუპრავას თქმით, ბადრი კოჭლამაზაშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლისთვის შეუსაბამო საქმიანობაში ამხილა. ამასთან, მასთან პირადი უთანხმოება აქვს. ეს ადამიანი ჩემს მიმართ ვერ იქნება ობიექტური, ვერ იქნება მიუკერძოებელი და ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ ნამდვილად ტაბილური მოსამართლეა, ის ამავდროულად ჩემთან არის პირად კომფლიქტურ სიტუაციაში, რაც პირდაპირ აძლევს იმის საფუძვლებს, რომ დააყენოს ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, მე და ჩემი ადვოკატები დღეს დავაყნებთ მისი აცილების შუადმგომლობას“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. რაც ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)