|
2018-11-03 19:24:49, 2349 ნახვა
სამართალი
6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული თურქეთის სამივე მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას იმ მიზეზით იტხოვდა, რომ მათ მტკიცებულებების გადანდგურება შეეძლოთ. ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. "ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში, კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)