|
2018-11-03 14:02:40, 3118 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ჟურნალისტ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირებმა გასცეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები დაადანაშაულა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ამასთან, ერდოღანის თქმით მას არ სჯერა, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაციის საქმეში საუდის არაბეთის მედეც არის გარეული. "ვიცით, რომ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გასცეს. ამ მკვლელობაში გაცილებბით მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე უსაფრთხოების სამსახური წარმომადგენლები. ჟურნალისტის მკვლელები უნდა უმკაცრესად დაისაჯონ და არარავინ უნდა ბედავდეს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ასე მოქცევა. თუ ვინმე აღნიშნულ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მძიმე შედეგს მიიღებს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. მოგვიანებით დადასტურდა, რომხაშოგი საკონსულო წარმომადგენლებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. აღნიშნული ბრალდებით თურქეთში 18 პირი დააკავეს. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციური პარტია „ვატანის“ ლიდერის დოგუ პერინჩეკის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის ჯამა ხაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში არსებულ ჭაში იპოვეს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)