|
2018-11-02 17:55:49, 1415 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ბ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და 500 ლარამდე თანხა წაიღო. სამართალდამცველებმა დ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)