21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:30:45, 1069 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ძალები, რომლებიც სიცრუით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერ ეღირსებიან

„ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამგვარი რამ ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ინტერესები - უსაფრთხოება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველანაირ პარტიულ ინტერესზე და მით უმეტეს, არჩევნებზე მაღლა დგას.

„ჩემთვის ეს თემა შეიძლება ძალიან ემოციური იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ემოციურია, რას კადრულობს ზოგიერთ ოპონენტი, როდესაც მსგავსი დეზინფორმაციით ავსებს სოციალურ ქსელს და მათ შორის, მედიასაშუალებებს. საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის. შესაბამისად, ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ მეგობრებსა და კოლეგებს გავრცელებულ fake news-თან დაკავშირებით გაკეთებული ძალიან პრინციპული განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც. თუმცა, მინდა გავიმეორო, რომ ისინი ვერასოდეს ეღირსებიან, მიაღწიონ მიზანს. ის ფუნდამენტი, რაც ჩვენ შევქმენით, შეუქცევადია", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics