21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 14:10:47, 1289 ნახვა

კომენტარი
გახარია ახალქალაქის ინციდენტზე: დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, თუმცა, ბრალი წარედგინება ორივე მხარეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით პროცესი იმის გამო გაგრძელდა დროში, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, თუმცა დასძინა, რომ ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ბრალი წარედგინოს ორივე მხარეს. 

„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს თუ არ ვცდები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვას ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს, დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics