|
2018-11-01 19:34:24, 1783 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბაღდათში ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ა., 1997 წელს დაბადებული ო.ბ., 1998 წელს დაბადებული თ.დ. და 1997 წელს დაბადებული დ. ჭ., ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბაღდათში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)