02:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 13:41:20, 1148 ნახვა

სამართალი
გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა კახაბერ საბანაძემ განაცხადა.

როგორც საბანაძემ განმარტა, ნებიერიძის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც დაემატა.

აღნიშნული მუხლი ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

"დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, დაემატა მუხლი 141-ე ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“.ცნობისთვის, თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო", - განაცხადა საბანაძემ.  

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics