|
2018-10-30 13:12:28, 1022 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები
„არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში კანონდარღვევა დადასტურდება, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურას გადაეგზავნება. „არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი ოყო ნაციონალური მოძრაობის, ხოლო მეორე ქართული ოცნების წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)