13:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 12:09:28, 2531 ნახვა

მსოფლიო
„იმედი მაქვს თეთრ სახლს დემოკრატი დაიკავებს“ - კლინტონმა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

როგორც კლინტონმა განაცხადა, ის ძალღონეს არ დაიშურებს, რომ 2021 წელს თეთრი სახლი დემოკრატმა პრეზიდენტმა დაიკავოს.

„სურვილი მაქვს პრეზიდენტი ვიყო. ვფიქრობ, რომ დიდი შრომა გვაქვს გასაწევი ამისთვის. იმედი მაქვს, რომ 2021 წლის იანვარში ოვალურ კაბინეტს დემოკრატი პრეზიდენტი დაიკავებს“, - განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობას დემოკრტიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი იღებდნენ. ტრამპმა კლინტონი ამომრჩეველთა 304 ხმით 227-ის წინააღმდეგ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარებამდე მედია და ექსპერტები ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics