|
2018-10-29 12:23:26, 1527 ნახვა
სამართალი
სასამართლო ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს ბრალი გუშინ წარუდგინა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. როგორც ლონდარიძემ აღნიშნა, ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. გუშინ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს 353 პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თავად ზაზა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იმუნო თერაპიაზეა გადასული. ამ დღეების განმავლობაში, წვიმაში ყოფნის შედეგად მას ბრონქიტი განუვითარდა. ის კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება საავადმყოფოში“, - განაცხადა ნესტან ლომდარიემ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ცნობისთვის, ცნობისთვის, 26 ოქტომბერს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)