|
2018-10-26 19:27:09, 3225 ნახვა
სამართალი
9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
გორში 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიიარებს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მაია გრიგოლაშვილმა განაცხადა. როგორც გრიგოლაშვილმა აღნიშნა, დაკავებული დუმილი უფლებას იყენებს. „შევხვდი ბრალდებულს. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. საქმის დეტალებზე ბრალდებულს ჩემთან არ უსაუბრია და მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)