|
2018-10-25 23:10:05, 2892 ნახვა
სამართალი
ადგილზე შეკრებილი, მოკლული ბავშვის ახლობლები ვერსიებზე საუბრობენ
გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, მეზობლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილები. ცოტახნის წინ გარდაცვლილი ბავშვის ნათესავებს, სამართადამცველებთან სიტყვიარი დაპირისპირება მოუვიდათ. ნათესავები ცხედართან მისვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ პლიციამ არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ადგილზე შეკრებილი ხალხი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის იმაზე რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. მეორე ვერსიით, შესაძლოა მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და შემდეგ ცხედარი ამ ადგილას, მდინარის სიახლოვეს მიიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)