|
2018-10-25 13:33:42, 2337 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ამ სფეროში გაფორმებული უკვე მეორე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ქვეყნებს შორის საზღვაო კარტოგრაფიისა და ბათიმეტრიული კვლევების ერთობლივ წარმოებას, სამხრეთ კორეის მხრიდან საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას, პერსონალის ურთიერთგაცვლას, სასწავლო ტრენინგების უზრუნველყოფას და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, ქალაქ ბუსანში შედგა, ღონისძიება აქტიურად შუქდება კორეის მედიის საშუალებებით. მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და სამხრეთ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიუროს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქვეყნებს შორის სანავიგაციო დამხმარე საშუალებების კუთხით პრაქტიკის გაზიარებას და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მხარეები უკვე აქტიურად თანამშრომლობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)