20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 11:34:42, 984 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან გულწრფელი და ამომწურავი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს დადებითად აფასებს. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ივანისვილმა საზოგადოებას ის რეალობა დაანახა, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს. 

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი, შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენადაც ამის საშუალება მას ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მისცა. მან შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის ის რეალობა, რაც დღეს არის, რომ ერთ მხარესაა ნაციონალური მოძრაობა თავისი მოდელირებული რეალობით და მეორე მხარეს გულწრფელი ძალა, გულწრფელი ლიდერით, რომელიც კარგად გრძნობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი გამოწვევებით. მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ საწყისებზე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და რომ ეს ძალა მხარს უჭერს ევროპული ბეგრაუნდის და დასავლური ორიენტაციის ადამიანს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება გააკეთებს 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს და ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აირჩევს", - მამუკა მდინარაძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics