20:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 23:00:10, 1429 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: „რუსთავი 2“ რომ გამორთოთ, ქვეყნის აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს, ვერაფერს ნახავთ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს.

ივანიშვილის შეფასებით, "რუსთავი 2" სიცრუის ტირაჟირებას ახდეს.

"ნეგატივი საიდანაც მოდის უკვე მიგანიშნეთ. დღეს რომ გამორთოთ "რუსთავი 2", ქვეყნის აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს, ვერაფერს ნახავთ. ის რაც გადმოდის "რუსთავი 2"-დან 99% არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვა შტოებში ეს ნორმალურია ყველა სახელმწიფოსთვის. შეიძლება გადაცდომაც მოხდეს, შეიძლება კორუფციაც იყოს, მაგრამ ამას უნდა არგუმენტები და უნდა საბუთები. რა თქმა უნდა ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, იმისთვის რომ, ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს დანაშაულის, კორუფციის ზრდა. ოღონდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს, რაც მასიურად ტირაჟირებადი ხდება "რუსთავი 2"-ს მხრიდან. ტელევიზიაში განსხვავებული აზრი არ არის. ამდენი ჩანაწერები გამოიტანეს, მაგრამ განსხვავებული აზრი ამ ტელევიაზიაში დახურულია. თუ რამე კეთდებოდა და კეთდება ეკნომიკური თვალსაზრისით რეგიონში ვართ ლიდერები. წინა ხელისუფლებასთან სამწუხაროდ დღესაც გვიწევს პარალელების გავლება. მინიმუმ 2-ჯერ არის გაზრდილი ეკონომიკაში ნებისმიერი მიმართულება. საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ქვეყანა აღმავლობის პროცესშია. დავით აღმაშენებელსაც ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. 2-ჯერ მეტს ვაშენებთ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" აშენებდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics