|
2018-10-23 16:46:00, 1580 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული ნავთობკომპანია საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს
„ექსონმობილი" საქართველოში გეოლოგიურ შესწავლას იწყებს - 23 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ექსონმობილს" შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრო. ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად „ექსონმობილი" მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც სახელმწიფოს გადასცემს. კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად. „ExxonMobil-ის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მოხარულები ვართ აქ ყოფნით და იმით, რომ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ათწლეულზე მეტია, რაც შავ ზღვასა და ახლომდებარე რეგიონებში ვმუშაობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს პოტენციალის შესაფასებლად გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ამ ულამაზეს ქალაქში, თბილისში მოხდა" - აღნიშნა ჯონათან უილსონმა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ექსონმობილთან" თანამშრომლობა. „ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად „ექსონმობილი" მოამზადებს და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე" - განაცხადა ტატიშვილმა მისივე ინფორმაციით, „ექსონმობილი" ასევე განახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)