|
2018-10-22 15:24:21, 1791 ნახვა
ეკონომიკა
ბრიუსელში, „საქართველოს რკინიგზაში“ განხორციელებულ რეფორმებზე ანგარიში წარადგინეს
ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წარადგინეს ანგარიში. „საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ. მისი თქმით, ქვეკომიტეტის წევრებს წარედგინათ ანგარიში იმ 8 ნორამტიული აქტის შესახებ, რომელთა ეტაპობრივი იმპლემენტაციაც საქართველოს რკინიგზას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა. „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით“, - განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე. ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას, რათა დაეხმარონ საქართველოს როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ ტრანსპორტის დარგში დირექტივებისა და რეგუალაციების დანერგვის ვალდებულება აიღო. აქედან 3 რეგულაცია და 5 დირექტივა, საერთო ჯამში კი - 8 ნორმატიული აქტი რკინიგზის სფეროს ეხება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)