|
2018-10-20 17:18:38, 853 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი განვითარების წინაპირობა იქნება
ხულოს მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეწვია, სადაც მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. დაბა ხულოში მიმდინარეობს საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა" სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულებულია კოლეჯის შენობის გადახურვა, შიდა სამუშაოები, ინვენტარის შეძენა. პროექტის დასრულება 2 თვეში იგეგმება. ,,განათლება ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ მუნიციპალიტეტებშიც. დღეს გვქონდა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა კოლეჯის მიმდინარე მშენებლობა, სადაც ადგილობრივი სტუდენტები დაეუფლებიან პროფესიულ განათლებას. კოლეჯში აგრარული, სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობა იფუნქციონირებს, რაც სრულად პასუხობს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სასურველ პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების საქმეში. განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი ეკონომიკის, მეტი ტურიზმის და მეტი განვითარების წინაპირობა იქნება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დაბა ხულოში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა დაბა ხულოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას სასპორტო სკოლას თანამედროვე სპორტული ინვენტარი გადასცა. ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის მთვარობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)