|
2018-10-18 15:42:52, 1578 ნახვა
სამართალი
გახარია: მირზა სუბელიანი არის პატიმარი და იჯდება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც სასამართლო გადაწყვეტს
„ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით და ის დღეს არის პატიმარი. რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენ ხანს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულებმა, ბოლო სასამართლო პროცესზე მისცეს. „დღეს მე არა მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე, რადგან ვართ არჩევნების პროცესში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება მიცემული როგორც სამართლებრივი პასუხი, ისე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა საქმე, რომელიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიების განხილვის საგანია და სხვადასხვა ინტონაციებით და რეგისტრებით განიხილება სწორედ არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარეობს. „ეს შედის იმ პოლიტიკური კონკიუნქტურის ინტერესებში, რომელმაც უნდა რომ დაძაბულობით და ტემპერატურის გაზრდის შედეგად მიაღწიოს არჩევნებში რაღაც შედეგებს“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)