|
2018-10-17 13:12:01, 1436 ნახვა
სამართალი
„საია“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
„საია“ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. კერძოდ: 32-ე - ადმინისტრაციული პატიმრობა; 33-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესი; 233-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე; 236-ე - მტკიცებულებანი; 237-ე - მტკიცებულებათა შეფასება; 240-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი; 264-ე - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი; 266-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება; საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას“, - აღნიშნულია „საიას“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)