|
2018-10-17 09:51:52, 1446 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს ბრალი წაუყენა. ამასთან, უწყებამ სკოტლენდ-იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიება ეჭვქვეშ დააყენა, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. "მტკიცებულებებზე," რომელიც 2007-2008 წლებში არის ჩაწერილი. აქ საუბარია გარკვეულ ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა, შემოაგდეს საქმე გარკვეული თემების გადასაფარად, დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები”, - განაცხადა ადვოკატმა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)