|
2018-10-16 18:27:42, 1665 ნახვა
სამართალი
შსს კახეთში 17 წლის გოგონას გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის რაიონის სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგონას გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა მ.გ.-ს შეტყობინება სოფელ ლამბალოდან მისი 17 წლის შვილის - ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ და შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ. გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან”, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)