|
2018-10-16 16:03:18, 1811 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი - სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძესგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს
„სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძესგან... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ“, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეხვედრისას განაცხადა. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა. „ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ეს გამოყ.... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო იცი რასაც ნიშნავს, ძმაო, ეს?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული?“, - ამბობს მირზა სუბელიანი. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)