|
2018-10-15 15:26:42, 2011 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანთან შეხვედრების ამსახველი კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერია ამოღებული
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მეხსირების ბარათი, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შეხვედრის კიდევ რამდენიმე ფარულ ჩანაწერს შეიცავს, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება. „გამოძიების ფარგლებში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, უწყების ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი, „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მორიგი განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: კერძოდ, კაციტაძის განმარტებით, ი.პ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)