|
2018-10-15 12:12:12, 1363 ნახვა
სამართალი
უგულავა: ჩანაწერმა თავდაყირა დააყენა 6 წლის განმავლობაში „ოცნების“ მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი
„პროკურატურის მხრიდან საქმე იმაზე კი არ არის აღძრული, რომ 50 შეიარაღებული „ავტომატჩიკი“ ჰყავს მირზა სუბელიანს, არამედ იმაზე, თუ ვინ მიუყურადა მას უკანონოდ“, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს. როგორც უგულავამ აღნიშნა, ამ ჩანაწერმა ბევრი რამ თავდაყირა დააყენა. "გუშინდელმა ჩანაწერებმა პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი, რომელმაც ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა, გააღვივა შურისძიება და აბსოლუტურად შორს არის კანონის უზენაესობასთან. განსაკუთრებულ ცინიზმს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გუშინ ვიხილეთ პროკურატურის განცხადება, სადაც საქმე იმაზე კი არ არის აღძრული 50 შეიარაღებული "ავტომატჩიკი" ჰყავს სუბელიანს, არც იმაზე, რომ მოწმეები არიან გატაცებული და ისე არის სასამართლოზე ჩვენება მიცემული, არამედ იმაზე თურმე ვინ მიუყურადა ციხეში უკანონოდ მირზა სუბელიანს. უკანონო ყოფილა ეს და არა ის რაზეც საუბრობს. ჩვენ შესაძლებელია "ქართული ოცნების" მხრიდან ურცხვად ვიხილოთ, რომ ამ ჩანაწერებს, რადგან უკანონოდ არის მოპოვებული, არ აქვს სამართლებრივი ძალა. მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ვინმე ამას გამოიძიებს", - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)