02:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 00:26:01, 1588 ნახვა

სამართალი
ვანო მერაბიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ ერთიანნი

ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ ერთიანნი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე - თუ როგორ უყურებს ის პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები კვლავ გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.

„სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მე მინდა, რომ მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, თუმცა ის არსად წასვლას არ აპირებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„მე მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც ეს ხელისუფლება იქცეოდა, აშკარა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics