01:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 09:36:31, 346 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, მაგრამ ახალ გუნდში მე არ ვიქნები

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, თუმცა თავად არა. ამის შესახებ ადეიშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ" ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ ახალ გუნდში შეიძლება არ იყოს ბევრი ძველი სახე და მათ შორის ცალსახად მე, ზურაბ ადეიშვილი. პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც არის ქვეყანაში ნამდვილად უნდა შეიცვალოს. აუცილებელია სხვა ტიპის პოლტიიკური დიალოგის შემოტანა ქვეყანაში, მათ შორის კოალიციური მმართველობების, მათ შორის კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წესის",-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს წინაშე ის ამოცანები აღარ დგას, რაც 10 წლის წინ იდგა. ადეიშვილის შეფასებით, იზრდება შანსი, რომ  სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი "ნაციონალური მოძრაობა"  ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

"საქართველოს წინაშე აღარ დგას ის ამოცანები, რაც იდგა 10 წლის წინ. შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია, გადავიდეთ ისეთი ტიპის პარტიულ საქმიანობაზე, როგორიც არის აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში. შესაბამისად იზრდება შანსი, რომ განახლებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში,“ -განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics