01:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 09:09:43, 1463 ნახვა

სამართალი
თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, გოთუას ქუჩაზე, მოქალაქეს ორი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დენის წყაროზე მიერთებული. საამქროში კაკლის სახეობის 38 ერთეული მორი და 6 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი -  ფიცარი იყო განთავსებული.

სახერხი საამქრო და მასში განთავსებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გადაეგზავნა. სამმართველომ  გამოძიება   287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics