03:02 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 16:11:34, 477 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების კურსი გაიარეს

სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. მათ ვისკონსინის შტატში ორკვირიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება მოინახულეს და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებაც გაიზიარეს. ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს.

აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება.

ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს.

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სასჯელაღსრულების სისტემისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics