|
2018-10-08 14:54:32, 1818 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე: უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში კრიზისული ვითარებაა შექმნილი. დოლიძის მტკიცებით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება. „როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მოგვწერა,უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ახლა, 466 საქმეა განსახილველად შესული. ეს არის 466 ოჯახის და ბევრად მეტი ადამიანის ბედი, რომელიც გადაწყვეტილებას ელოდება უზენაესი სასამართლოსგან. სასამართლოში შექმნილია კრიზისული ვითარება, რომ 23 ოქტომბერს ვადა გასდის ერთ მოსამართლეს და პალატაში რჩება მხოლოდ ერთი მოსამართლე. ეფექტური, სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულება ვერ აღსრულდება იმ 466 საქმეზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე, რომლებიც ამ მართლმსაჯულებას ელოდებიან. ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტს, რომელმაც ვერ გამოავლინა ნება, პასუხისმგებლობა და ვერც თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. პარლამენტის წინაშე ორი წლის განმავლობაში წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები და პარლამენტმა ვერ მიიღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)