01:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 11:06:57, 1819 ნახვა

სამართალი
პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ. უ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მ.კ. მომხდარიდან მალევე, ქალაქ საგარეჯოში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics