|
2015-06-09 13:31:22, 1079 ნახვა
სამხედრო
კაპანაძე: ნატო-ს საწვრთნელი ცენტრისთვის ადგილი შერჩეულია, ჩვენ მივყვებით გეგმას და ვაჭარბებთ კიდეც მას
საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისთვის თბილისში ადგილი უკვე შერჩეულია და ცენტრი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე გამოყოფილია ოფისი, სადაც ჯგუფი დაჯდება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. "საწვრთნელი ცენტრის მიმართულებით, ნატო-სთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვერ ვხედავ რაიმე ხელისშემშლელ პირობას, რომ რაც შეიძლება ჩქარა არ დავიწყოთ აღნიშნულის განხორციელება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე გამოყოფილია ოფისი, სადაც ის ჯგუფი დაჯდება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს; შერჩეულია პიროვნებები, რომლებიც საბოლოო ფორმას მისცემენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. შერჩეულია ადგილი და ჩვენ არა მხოლოდ მივყვებით გეგმას, არამედ ვაჭარბებთ კიდეც მას", - განაცხადა კაპანაძემ და აქვე დასძინა, რომ პარტნიორებთან მჭიდრო საქმიანობას აგრძელებენ. "ჩვენ გვაქვს უფლება იმ პარტნიორებთან ვიყოთ, ვისთანაც ჩავთვლით საჭიროდ და განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რაც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ. აქედან გამომდიანრე, ჩვენ პარტნიორებთან ჩვენს საქმიანობას ძალიან მჭიდროდ ვაგრძელებთ“,-განმარტა ვახტანგ კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)