00:09 - 29 May, 2026
|
2018-10-02 16:14:21, 2542 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ კიევის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
5 ოქტომბრიდან, ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines" თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირდაპირი ფრენები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ოთხშაბათი) და ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 2018 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)