|
2018-10-01 19:37:29, 2194 ნახვა
სამართალი
„ომეგა ჯგუფს“ ვერავინ წაგვართმევს“ - ნატო ჩხეიძე ჩვენებას სასამართლო პროცესზე მისცემს
ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პროკურატურის შენობა უკვე დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩვენებას სასამართლო პროცესზე მისცემს. ჩხეიძე ასევე საქართველოს ბანკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ დავალიანება აქვს. ჩხეიძის განმარტებით, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს. „ყველაფერი, ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ, ჩატარდა უკანონოდ, ყველაფერ ამის საბუთები არსებობს. რას ჰქვია, თავი აარიდო რაიმე ვალდებულებას, შესაძლებელი თავის არიდება არ არის. მე არ მესმის რას ნიშნავს თავის არიდება. „საქართველოს ბანკთან“ მე ვერ დავამთავრებ ვერაფერს იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგრამ მოვიკითხავ გავიგებ და ამის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა ჩხეიძემ. ასევე, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ მის ოჯახს ვერ წაართმევენ. 2004 წელს ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი და ის ბიზნესი დარჩა ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს,“ ვერავინ ვერ წაგვართვა, ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც ახლა ვერავინ წაგვართმევს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. თბილისის პროკურატურაში ნატო ჩხეიძე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)