|
2018-09-29 09:32:27, 3852 ნახვა
მსოფლიო
სექსუალური ძალადობის გამო ბრედ კავანას წინააღმდეგ FBI-მა შესაძლოა გამოძიება დაიწყოს
აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე 11 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ბრეტ კავანა. ხმის მიცემის პროცესი, პარტიული პრინციპით გაიყო, 10 მოწინააღმდეგე "დემოკრატებისგან" იყო. ჯეკ ფლეიკმა რესპუბლიკელმა სენატორმა არიზონას შტატიდან, განაცხადა რომ კავანას კანდიდატურას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ გამოძიების ფედერალური ბიურო კავანასა და პროფესორ კრისტინ ბლასი ფორდის ინციდენტზე გამოძიებას დაიწყებს. სენატორებმა კავანა და ის ქალი დაკითხეს, რომელიც მას სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. კრისტინ ბლასი ფორდმა, რომელიც ამჟამად პალო-ალტოს უნივესიტეტის პროფესორია, კანდიდატ კავანას სექსუალურ თავდასხმაში ცოტა ხნის დასდო ბრალი. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ. მან "ვაშინგტონ პოსტს" უთხრა, რომ თავდასხმისას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. ფორდის თქმით, ინციდენტი მერილენდის შტატში მოხდა, 1980-იან წლებში, ერთ-ერთ წვეულებაზე. ის ამბობს, რომ კავანა და მისი მეგობარი, რომელმაც ის საძინებელში ჩაკეტეს, უგონოდ მთვრალები იყვნენ. კავანამ მის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას და სენატორების კითხვებზე პასუხად კატეგორიულად უარყო ბრალდებები და თქვა, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო მასზე და მის ოჯახზე, რომ ის უკან არ დაიხევს და კანდიდატურას არ მოხსნის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ, უკვე მეორე ქალმა წამოაყენა სექსუალური შევიწროების ბრალდება. ამის შესახებ კვირას, გვიან ღამით, ჟურნალ "ნიუ-იორკერში" დაიწერა. პუბლიკაციის მიხედვით, ორი ამერიკელი სენატორი იძიებს 52 წლის დებორა რამირესის ბრალდებას იმის შესახებ, რომ 1983-84 სასწავლო წლებში, იელის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ერთ-ერთ წვეულებაზე, კავანა მის წინაშე გაშიშვლდა და მასთან შეხება აიძულა.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)