|
2018-09-27 12:35:22, 1936 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭავარიანმა მაღალი შეფასება მისცა ევროპის საინვესტიციო ბანკის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მიმართულია ქვეყანაში საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისკენ. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით გეგმავს 250 მლნ ევროს გამოყოფას გზების მშენებლობის მხარდასაჭერად. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობისთვის, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელება და ამ კუთხით, EIB-ის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება. თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)