|
2018-09-27 12:20:14, 1729 ნახვა
სამართალი
პირს, რომელიც დედაზე სისტემატიურად ძალადობდა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული შ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ბ., წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას- ნ.ბ.-ს, რომელსაც 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე რკინის ნივთი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ.ბ.-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცველებმა შ.ბ. 2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში დააკავეს. მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ შ.ბ.-ს სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)