|
2018-09-26 15:55:17, 2449 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე: ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ
„ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ, წინასწარ არაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. მან კარვებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და სამართალდამცველების ქმედებას უკანონო უწოდა. "საბნები, კარავი, მანქანაში რაც მქონდა ყველაფერი გაიტაცა პოლიციამ, არ ვიცი სად წაიღეს. აქციის ჩატარების და კარვის დადგმის ნებართვა გუშინ ავიღე მერიიდან, ახლა არ ვიცი რას ნიშნავს სამართალდამცველების ქმედება. მე აქ ვრჩები, ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს, თუ რას მოვიმოქმედებ, წინასწარ არაფერს ვიტყვი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძეს კარავი ჩამოართვეს. აღნიშნულს სარალიძის პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, პარლამენტისკენ მსვლელობისას სარალიძე შეუძლოდ გახდა და დაეცა. სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სარალიძემ მსვლელობა გააგრძელა და პარლამენტთან მივიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)