01:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 13:12:54, 1775 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ახალციხეში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაკავებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ გ.ფ.-ს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ა.ა. თბილისში დააკავეს, მისი თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ყაჩაღობის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის 6 ფაქტი გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მხილებულია 2 არასრულწლოვანი. ასევე, გახსნილია, ბოლო პერიოდში ახალციხეში მომხდარი ძარცვის 3 და ყაჩაღობის 1 ფაქტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics